სამზარეულოს დიზაინი 2017

ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა მნიშვნელოვანია სახლში სამზარეულო იყოს პრაქტიკული, მოხერხებული და ფუნქციონალური.

ტექნიკური პროგრესის და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავათ, სამზარეულო არის ოჯახის წევრების თავშეყრის ყველაზე თბილი და საყვარელი ადგილი.

ამიტომაც ინტერიერის დიზაინერები თავდაუზოგავათ შრომობენ სამზარეულოს დიზაინის ახალი იდეების შესაქმნელად. როგორია ახალი, მოდური და თანამედროვე სამზარეულო 2017?

2017 წლის სამზარეულოს დიზაინის ტენდენციები

თუ დავაკვირდებით სამზარეულოს ფოტოებს, რომელიც შესრულებულია თანამედროვე ტენდენციების დაცვით, შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:

  • მოდაშია დიდი, ფართო სამზარეულო. ამიტომაც მცირეგაბარიტიან ბინაში ან სახლში ხშირად აერთიანებენ სამზარეულოს საერთო ოთახთან;
  • სხვადასხვა დანიშნულების და ფუნქციონალური ზონების გამოყოფა ხის ტიხრების, მინის, პლასტიკატის და იატაკის საფარის მეშვეობით;
  • ტრენდშია მინის და გამჭვირვალე კარებები კარადებზე, რბილის კუთხის დივანები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საძინებელ ადგილათ ტრანსფორმირდება;
  • უპირატესობა ენიჭება თანამედროვე ჩაშენებულ ტექნიკას;
  • დიზაინის ძირითადი მიმართულებაა ლაკონურობა და მკაცრი ფორმები;
  • მასალების გამოყენების მხრივ უპირატესობა ენიჭება ქრომირებულ ზედაპირს, პლასტიკატს და მინას.

ძალიან მომგებიანია სამზარეულოს დიზაინის შექმნისას მისი შემადგენელი ნაწილების ტონირების ხერხი, რომელიც მათ ხდის ხელოვნურად “დაბერებულს” და ელეგანტურს.